Saturday, September 23, 2017

ექვივალენტური წილადები

რიცხვი - წილადები
 
ექვივალენტური წილადები | სხვა სახის წილადები | წილადის შეკვეცა | შეკრება და გამოკლება
გამრავლება | გაყოფა | წილადის ჩაწერა ათწილადის სახით
 
ექვივალენტური წილადები
ეს მართკუთხედი დაყოფილია 8 ტოლ ნაწილად.
თითოეული ნაწილი მთლიანი მართკუთხედის ერთი მერვედია (1/8).
  1/8
  1/8
  1/8
  1/8
  1/8
  1/8
  1/8
  1/8
დიაგრამაზე ნაწილების შეღებვა.ამ მართკუთხედის სამი მეოთხედი ნაწილია შეღებილი.
  1
  4
  1
  4
  1
  4
  1  4
თითოეული მეოთხედი შედგება ორი მერვედი ნაწილისგან. მაშასადამე 3/4 და 6/8 ტოლი რიცხვებია.
ასეთ წილადებს ექვივალენტური ეწოდება, 3/4 = 6/8
თუ წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ერთი და იიგივე რიცხვზე გავამრავლებთ, მივიღებთ ექვივალენტურ წილადს.
1/2 = 3/6 (წილადის მნიშვნელი და მრიცხველი გამრავლებულია 3–ზე)
2/3 = 8/12 (წილადის მნიშვნელი და მრიცხველი გამრავლებულია 4–ზე)

 
სხვა სახის წილადები 
1. არაწესიერი წილადიარაწესიერია წილადი, რომლის მრიცხველი მეტია მნიშვნელზე. მაგალითად, 3/2 არაწესიერი წილადია.
2. შერეული წილადიშედგება მთელი და წილადი ნაწილებისგან. მაგალითად, 1½.
შერეული წილადი შეგვიძლია გადავაქციოთ არაწესიერ წილადად.
1½
=
2 x 1+12
=
3
2
 
მთელ ნაწილს ვამრავლებთ წილადი ნაწილის მნიშვნელზე და მიღებულ შედეგს ვუმატებთ მრიცხველს
ანუ 2 x 1 + 1 = 3. შედეგად მივიღებთ3
2
 


მაგალითად,523
=
3 x 5 + 23
=
173
  


არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული წილადის სახით
 
173
= 17 ÷ 3 = 5, ხოლო ნაშთია 2
 


მაშასადამე გვაქვს 5 მთელი და 2/3(523)

  
წილადის შეკვეცა
შეკვეცის შედეგად მივიღებთ წილადს, რომლის მრიცხველს და მნიშვნელს არ აქვთ საერთო გამყოფი.
წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ვყოფთ ერთი და იგივე რიცხვზე.
მაგალითი:5/10 = 1/2 (წილადის მნიშვნელი და მრიცხველი გაყავით (შეკვეცეთ) 5–ზე)

6/8 = 3/4 (შეკვეცეთ 2–ზე)

12/20 = 3/5 (შეკვეცეთ 4–ზე)
 
 
შენიშვნა:1/2, 3/4 და 3/5 აღარ იკვეცება. 
წილადის ჩაწერა
მაგალითი: თქვენ გქონდათ 20 კანფეტი. 15 შეჭამეთ. კანფეტების რა ნაწილი შეგიჭამიათ?
თქვენ შეჭამეთ 15 კანფეტი 20–დან. წილადის სახით ეს ჩაიწერება როგორც 15/20.
საბოლოო პასიუხში შეკვეცა აუცილებელია. 15/20 = 3/4 (შეკვეცეთ 5–ზე)


რიცხვის ნაწილის პოვნა
მაგალითი 1: იპოვეთ 8–ის 3/4 ნაწილი.
წესი: მოცემული რიცხვი გაყავით წილადის მნიშვნელზე და შედეგი გაამრავლეთ მრიცხველზე.
8 ÷ 4 x 3 = 6

8–ის 3/4 = 6